ხვალ, 22 თებერვალს, 18:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ფოტოგრაფ იუსტინა მიელნიკიევიჩის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე ასევე გაიმართება იუსტინა მიელნიკიევიჩის წიგნის პრეზენტაცია „ქალი მაიმუნით - მოკლე ჩანაწერებით და ფოტოსურათებით წარმოდგენილი კავკასია". წიგნი გამოიცა ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" დახმარებით.
ღონისძიოების ორგანიზატორია: ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", ლიტერატურის მუზეუმი და თბილისის ფოტო ფესტივალი.
გამოფენა ლიტერატიურის მუზეუმში 8 მარტამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები