„ელიტ ელექტრონიქსის" საგადასახადო დავის დასრულებამდე ფინანსთა სამინისტრო იძულებით ღონისძიებებს არ მიმართავს, აღნიშნულის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა. მინისტრის თქმით, გადასახადი ყველა გადამხდელმა უნდა გადაიხადოს.
„შემოწმდა „ელიტ-ელექტრონიქსი". 2007 წელი არის ის პერიოდი, რომელზეც უნდა განხორციელებულიყო საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია „ელიტ-ელექტრონიქსის" ხელმძღვანელობასთან. კომპანია ასაჩივრებს აღნიშნულ საკითხს. თუმცა დავის დასულებამდე ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური იძულებით ღონისძიებებს არ მიმართავს და კომპანია ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს. გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ"- განმარტა ნოდარ ხადურმა „ელიტ ელექტრონისის" საკითხის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, „ელიტ-ელექტრონიქსს" საგადასახადო სამსახურმა რამდენიმე მილიონიანი ჯარიმა დააკისრა და უწყებამ ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებისას დარღვევები 2007 წლის საქმიანობაში აღმოაჩინა.