რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა ჩაატარა. განცხადება ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
სხდომას პრემიერი დიმიტრი მედვედევი, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერები, კრემლის ადმინისტრაციის უფროსი, რუსეთსი უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შს მინისტრები და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა ესწრებოდნენ.
„სხდომაზე უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს",_ განაცხადა პესკოვმა.