პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატების წინაშე ყოველწლიური გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეფასებით დაიწყო. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
,,მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანი, დარწუნებული ვარ, შეშფოთებული ვართ იმით რასაც ტელეეკრანებზე ვხედავთ, რა რეალობასაც ვადევნებთ თვალს. ვითარება უკიდურესად მძიმეა. შეტაკებების შედეგად დაღუპულია ათობით ადამიანი, ასობით ადამიანი დაჭრილი. ჩვენთვის ასევე ძალიან მძიმეა ის რომ უკვე საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა შეტაკების დროს. მინდა წუთიერი დუმილით მივაგოთ მათ ხსოვნას", _მიმართა მარგველაშვილმა დეპუტატებს.
მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალა გამიყენა რაც დაუშვებელია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის.