ქალაქ ლვოვში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ ლვოვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდერი სადოვიიმ გააკეთა. ქალაქი მიმართავს ყველა გასართობი დაწესებულების ხელმძღვანელს თხოვნით შეზღუდოს გასართობი ღონოისძიებების გამართვა და მინიმუმამდე დაიყვანოს მუსიკალური გაფორმება.
ქალაქში უკრაინის სახელმწიფო დროშები გამოიფინება, რომლებსაც შავი ლენტები ექნებათ მიმაგრებული.
შეგახსნებთ, რომ კიევში არეულობის დროს ბოლო, ოფიციალური მონაცემებით დაღუპულია 77 აქტივისტი. ოპოზიციის განცხადებით, კი დაღუპულთა რაოდენობა 100 აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები