რეგიონების პარტიის ფრაქცია მზადაა უკრაინის პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს დაუჭიროს მხარი 2014 წლის დეკემბერში თუ ასეთი პუნქტი ქვეყანაში არსებული სიტუაციის დარეგულირების შესახებ შეთანხმებულ დოკუმენტში არის გათვალისწინებული. განცხადება ამის შესახებ რეგიონების პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვლადიმერ ოლინიკმა გააკეთა.
„ველით პარაფირებას შეთანხმებისა, რომელიც პრეზიდენტმა, ოპოზიციამ და შუამავლებმა შეათანხმეს.
ამის შემდეგ მას პარლამენტი კენჭს უყრის. თუ იქ იქნება ჩანაწერი პრეზიდენტისა და პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, ლოგიკურია, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ",_ განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არჩევნები 2014 წლის დეკემბერში გაიმართება.