ჩერნოვცელი „ბერკუტელები" თავიანთ ბაზასთან შეკრებულ ხალხთან გამოვიდნენ და მათ წინაშე ფიცი დადეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, „ბერკუტელების" ბაზასთან შეკრებილი ხალხი მოითხოვდა, რომ სამხედროებს ფიცი სწორედ ხალხის წინაშე დაედოთ.
დანაყოფის მეთაურმა განაცხადა, რომ მისადმი დაქვემდებარებული როტა ფიბც სდებს უკრაინელი ხალხის ერთგულებაზე და პირობას დებს, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არავითარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჩაიდენს.
ამის შემდეგ ლოცვა ჩატარდა. „ბერკუტელებმა" გულწყფელობის ნიშნად სახარებასთან მუხლი მოიყარეს, მას ეამბორნენ და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საკუთარ ხალხზე ხელს არ აწევდნენ.