„საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მაიდანზე სამართლდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შს სამინისტრო ავრცელებს.
„მათ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ამჟამად დგინდება. ცეცხლი ინსტიტუტსკაიას ქუჩის რაიონში გაიხსნა. მასობრივი არეულობების მონაწილეები რადას შენობისკენ წასვლას შეეცადნენ. შეტაკება და სროლა ახლაც გრძელდება",_ იუწყება შს სამინისტრო.
მათივე ინფორმაციით, ისვრიან ასევე სასტუმრო „უკრაინა"-დან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია,რომ უმაღლესი რადას შენობაში, სადაც ახლა დეპუტატები 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუებაზე მსჯელობენ, შეიარაღებული სამართალდამცავენბი შევიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები