უმაღლესი რადას თავმჯდომარემ ვლადიმერ რიბაკმა ხელი მოაწერა გუშინ პარლამნეტის მიერ მიღებულ გადაწყვეყვეტილებას, რომელიც ძალოვნებს იარაღის გამოყენებას უკრძალავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადენა თავად რიბაკმა გააკეთა დღეს რადას სხდომის გახსნისას.
დადგენილება ითვალისწინებს ყველა სამხედროს, მათ შორის მილიციის, შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების საბჭოს ძალების ყაზარმებში დაბრუნებას.
დადგენილებით ასევე აკრძალულია ბლოკპოსტების დაყენება და სხვა და სხვა საშუალებებით უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ადამიანების გადაადგილების შეზღუდვა.