იანუკოვიჩი, ევროკავშირის მინისტრები და ოპოზიცია უკრაინაში შექმნილი კრიზისის დაწეგულირების გეგმაზე შეთანხმდნენ. კრიზისის დარეგულირების შეთანხმებას ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოაწერენ ხელს. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„მხარეები შეთანხმდნენ კრიზისის დარეგულირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოახდინონ. დოკუმენტის ხელმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 12:00 საათზეა დაგეგმილი",_ ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მთელი ღამის განმვალობაში გაგრძელდა და მათი მიმდინარეობა ძალიან რთული იყო.