უკრაინული მედიის ცნობით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ თანამდებობა დატოვა.
"უკრაინაში არსებულ სამოქალაქო კონფლიქტში სამხედროების ჩათრევა ხდება, რაც მიუღებელია. ამან შესაძლოა მიგვიყვანოს როგორც სამხედროების, ისე მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვამდე, რაც დაუშვებელია. ეს ჩემი პირადი პოზიციაა, როგორც მოქალაქის, ოფიცრის და ხელმძღვანელის, რომელიც პასუხისმგებელია თავის ხელქვეითებზე. ამიტომ ვტოვებ თანამდებობას", - ნათქვამია გენერალ-ლეიტენანტ იური დუმანსკის განცხადებაში.