ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკრაინაში ძალადობაში თანამონაწილე ადამიანების წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ემა ბონინო ავრცელებს.
სანქციებით გათვალისწინებული სავიზო შეზღუდვები და საბანკო ანგარიშების გაყინვა.
„გადაწყვეტილება ძალიან მალე, უახლოეს საათებში ამოქმედდება. მათ ვინც მათ ვინც ძალადობის პროვოცირება მოახდინა სავიზო სანქციები და აქტივების გაყინვა ელოდება",_ განაცხადა ბონინომ.