აშშ-ს ხელისუფლება უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოყვანოს ძალოვვნების კიევის ცენტრიდან და ოპოზიციას საპროტესტო აქციის ჩატარების უფლება მისცეს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის პრესსამსახური უფროსმა ჯეი კარნიმ გააკეთა.
„მოვუწოდებთ პრეზიდენტ იანუკოვიჩს დაუყოვნებლივ გამოიყვანოს თავისი ძალები კიევის ცენტრიდან და პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებას. მოვუწოდებთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავიანთი აზრი მშვიდობიანად გამოხატონ",_ განაცხადა კარნიმ და ასევე მოუწოდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ჩაერიონ ამ კონფლიტში.