დღეს, 21 თებერვალს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის ცენტრისთვის გადმოცემის ცერემონია გაიმართება.
ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი „კორძაძის საადვოკატო ბიურომ" კერძო მფლობელისგან შეიძინა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა.
„კორძაძის საადვოკატო ბიურო" ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრია და მსაგვსი ტიპის პროექტებში ხშირად იღებს მონაწილეობას.
ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი XIX საუკუნით თარიღდება და ვახტანგისეული გამოცემის ვარიანტს მიეკუთვნება. ვეფხისტყაოსნის სტრიქონებს შორის წითლად დართულია ვახტანგის განმარტებები.