დღეს, 21 თებერვალს 19:00 საათზე „თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისის სერვის ცენტრში მოეწყობა კომპანიის მიერ სავაჭრო პარტნიორების დაჯილდოვებისთვის მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან წლის წარმატებული სავაჭრო პარტნიორები. 2013 წლის საუკეთესო სავაჭრო პარტნიორის ნომინაციაში გამარჯვებულს კი კომპანია გრანდიოზულ სიურპრიზს უმზადებს.
აღნიშნული დაჯილდოების ცერემონიალი „თეგეტა მოტორსში" ყოველწლიურად იმართება. ამჯერად კომპანიის 90-მდე სავაჭრო პარტნიორს გადაეცემა სერტიფიკატები, ჯილდო სოლიდური ფულადი პრემიის სახით და სხვა საჩუქრები კომპანიისგან.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან „თეგეტა მოტორსის" სავაჭრო პარტნიორები შემდეგ ნომინაციებში: 2013 წლის საუკეთესო სავაჭრო პარტნიორი, „თეგეტა მოტორსის" ოფიციალური დილერი. ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით: საბურავების საუკეთესო გაყიდვები, საავტომობილო ზეთების საუკეთესო გაყიდვები, აკუმულატორების საუკეთესო გაყიდვები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, კომპანია „თეგეტა მოტორსი" გემავს საბითუმო სავაჭრო ქსელის რამდენიმე წარმომადგენელს მიანიჭოს „თეგეტა მოტორსის პარტნიორის" სტატუსი, რაც გულისხმობს გარკვეული წინაპირობების შესრულების შემდეგ, თანამშრომლობის განსაკუთრებულ პირობებს კომპანიასთან. აღნიშნულ ღონისძიებაზე კომპანია დაასახელებს კანდიდატ დილერებს.
კომპანიის ტრადიციული ღონისძიება მიმართულია „თეგეტა მოტორსის" საბითუმო სავაჭრო ქსელის შემდგომი განვითარებისკენ. დღესდღეობით კომპანიას 800-მდე სავაჭრო პარტნიორი ჰყავს ქვეყნის მასშტაბით. „თეგეტა მოტორსი" აგრძელებს მუდმივ ზრუნვას სავაჭრო პარტნიორების ლოიალობის შემდგომი ზრდისთვის და 2014 წლიდან დილერებს მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს.
„თეგეტა მოტორსი" მომავალშიც განაგრძობს სავაჭრო პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის შემდგომი გაფართოვება და მეტი ადამიანის დასაქმება.