დღეს, 21 თებერვალს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგება.
პრეზიდენტის გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გამოცხადდება შესვენება, 16:00 საათზე კი სხდომა განახლდება ფრაქციების, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენელთა გამოსვლებით.
გარკვეული დრო განკუთვნილი იქნება ასევე პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისათვის. ამის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი დასკვნითი სიტყვით გამოვა.