უკრაინის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის 1241 სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა ხალხის მხარეს გადავიდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახეb სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელმა, პოდპოლკოვნიკმა პეტრე შულიაკმა გააკეთა.
„მე უკრაინის შს სამინისტროს 1241 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელი, პოდპოლკოვნიკი პეტრე შულიაკი იურის ძე პირობას ვდებ, რომ არ გავცემ აშკარად დანაშაულებრივ ბრძანებებს და ასევე გარწმუნებთ, რომ პირადი შემადგენლობა არ შეასრულებს დანაშაულებრივ ბრძანებებს",_ ნათქვამია შულიაკის განცხადებაში.
ამავე დროს უკრაინული მედიით, ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაკარპატრკოეს მილიცია და „ბერკუტი" ასევე ხალხის მხარეს გადავიდნენ.