შინაგანი ჯარების მებრძოლების კოლონა, რომელიც კიევისკენ მიემგზავრებოდა ავარიაში მოხვდა. სატვირთო ავტომობილი გადატრიალდა და სამი მედესანტის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გახდა ის, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
გარდა სამი დაღუპულისა, ტრავმირებულია კიდევ ცხრა სამხედრო. ინფორმაციას ამის შესახებ სამხედრო პროკურატურაშიც ადასტურებენ.