ოფიციალური მონაცემებით, კიევში დაღუპულთა რაოდენობამ 35 ადამიანს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებს სულ 505 დაჭრილმა მიაკითხა, მათგან 292 ჰოსპიტალიზებულია.
ხშირ შემთხვევაში სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ხდება საჭირო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 35 გარდაცვლილიდან 9 სამედიცინო დაწესებულებებში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები