რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრი მაიდანის ლიდერებისაგან სისხლიღვრის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა გააკეთა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ „მოედნის" ლიდერებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და გააგრძელონ სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიება ყოველგვარი პირობებისა და ულტიმატუმების გარეშე",_ განაცხადა ლუკაშევიჩმა.
მისივე თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაა.
„ამაში ეჭვი არავის ეპარება, მით უფრო რომ დღევანელი მოვლენები ცხადჰყოფს, რომ ბოევიკებმა იარაღის გამოყენება დაიწყეს",_ განაცხადა ლუკაშევიჩმა.