საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, რომ Express Card-ის მომხმარებელთა მოთხოვნით აქცია „მარტივი ფული" გაგრძელდა 2014 წლის 1-ელ ივნისამდე. აქციის „მარტივი ფული" შედეგად უკვე ათეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო საჩუქრად 5 ლარი. ამასთან, ვინც ჯერ კიდევ არ ფლობს საქართველოს ბანკის Express Card-ს, აქციის ფარბლებში სრულიად უფასოდ შეუძლია აიღოს ბარათი საქართველოს ბანკის ნებისმიერ Express სერვისცენტრში.
აქციის „მარტივი ფული" ფარგლებში, Express Card-ით მინიმუმ 5 ლარის გადახდის შემთხვევაში საქართველოს ბანკის POS ტერმინალში, ყოველ მეათე გადახდაზე მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 5 ლარს. მიღებული 5 ლარი მომხმარებელს ჩაერიცხება მისივე Express Card-ზე და ნაჩუქარი ფულითაც შეძლებს სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენას.
აქციის განმავლობაში ასევე მოქმედებს Express ქულების დაგროვების პროგრამაც, რომლის მეშვეობითაც Express Card-ით ყოველი გადახდისას მომხმარებელი იღებს 10 ქულას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.expresscard.ge