რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს მოუწოდებს - ნუ იქნება ჩვარი, კონცენტრირება მოახდინოს, იმისათვის რათა მასზე ფეხი არავინ გაიწმინდოს. განცხადება ამის შესახებ მედვედევმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„უკრაინის ხელისუფლება ლეგიტიმური და ეფექტური უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებაზე, როგორც ჩვარზე ფეხი არავინ შეიწმინდოს",_ განაცხადა მან.
„ჩვენ გამოვმდინარეობთ იქიდან, რომ ხელისუფლებამ კონცენტრირება უნდა მოახდინოს, იმისათვის რათა ადამიანები დაიცვას, დაიცვას სამართალდამცავი ორგანოები და დადგეს სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე იგივე ხალხის დასაცავად",_ განაცხადა მედვედევმა.