კიევში მეტროსადგურების პოზნიაკისთან და ხარკოვსკაიასთან „ბერკუტელების" დიდი რაოდენობით თავმოყრა ხდება. უკრაინული მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ „ბერკუტელების" დიდი რაოდენობა ასევე ჯგუფდება ამ ორ მეტროსადგურს შორის მდებარე ტბა - ლებედინსკოეზე.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლები ამ რაიონებში სკოლებიდან და ბაღებიდან სასწრაფო გამოუვანას ახორციელებენ.