დნეპროპეტროვსკში მოქალაქეები მატარებლის ლიანდაგზე წვებიან, რომელიც სამხედრო ტექნიკითაა დატვირთული და კიევისკენ გამგზავრებას გეგმავს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყოველივე ეს სადგურ ორლოვშინაზე ხდება.
იქ ლიანდაგზე 12 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი დგას, რომელზეც სპეციალური ტექნიკა და დნეპროპეტროვსკის სამხედრო-სადესანტო 25 დანაყოფის პირადი შემადგენლობაა.
„ადამიანები ცდილობენ შეაჩერონ მატარებელი და ლიანდაგზე წვებიან. მათ თავის მხრივ ხელს უშლიან მილიციის წარმომადგებლები. ხალხის რაოდენობა იზრდება.