21 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში, გაიხსნება ნანკა (პავიჩ) კიკალიას პერსონალური გამოფენა „საზღვარი" - ეს არის ერთ-ერთი უახლესი ფოტო-რეპორტაჟი აფხაზეთიდან.
პირველად ბოლო წლების განმავლობაში, დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, ნახოს სოხუმსა და გალში გადაღებული უნიკალური ფოტო-მასალა.
გამოფენაზე წარმოდგენილი 40 ფოტო ომის შემდგომ რეალობას ასახავს და აფხაზეთში დღეს არსებულ სიტუაციასა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე გვიყვება.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. მის: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკი