უკრაინის დელეგაციამ სოჭის ოლიმპიადა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" პარტია „ბატკივშინას" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი სპორტსმენები პროტესტის ნიშნად სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას აღარ გააგრძელებენ. უკრაინა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე 43 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები