სასტუმრო უკრაინაში, რომელიც მაიდანთან ახლოს მდებარეობს, 13 ცხედარია დასვენებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ სოციალური ქსელის თავის გვერდზე ექიმმა ოლგა ბოგომოლეცმა გააკეთა.
„მეგობარო ჟურნალისტებო, ვისაც საშუალება გაქვთ, როგორმე შემოაღწიეთ სასტუმრო „უკრაინაში",პირადად მეც და მედიკოსებსაც ღია განცხადების გაკეთება გვსურს ხელისუფლებისა და რეგიონების პარტიის წარმომადგენლების მიმართ", _ წერს ექიმი.
„ჩვენ, ბოლო ერთი საათის განმავლობაში 13 აქტივისტი დაგვეღუპა სნაიპერის გასროლით. უმორჩილესი თხოვნაა ტელეარხების წარმომადგენლების მიმართ, როგორმე შემოაღწიეთ აქ",_ წერს ბოგომოლეცი.