უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შეხვედრა გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გადადებულია. შეიცვალა შეხვედრის ადგილიც. ცნობილი ხდება, რომ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გაიმართება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილ ჟურნალისტებთან გერმანიის წარმომადგენელი გამოვიდა და მათ აუწყა, რომ ევროპელ მინისტრებთან შეხვედრა კიევის ცენტრში სიტუაციის დაძაბვის გამო გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები