„ჩინოვნიკები პანიკაში არიან" - წერს „ტვიტერში" თავის გვერდზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადისლავ სიკორსკი, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის გადადების გამო.
„შავი კვამლი, აფეთქებები და სროლის ხმა პრეზიდენტის სასახლის ირგვლივ. შეხვედრა სხვა ადგილასაა გადატანილი. ჩინოვნიკები პანიკაში არიან", _ წერს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინაში გლოვის დღეა გამოცხადებული. ამის მიუხედავად, კიევის ქუჩებში ადამიანები კვლავ იღუპებიან . დაახლოებით 28 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
მასალის გამოყენების პირობები