ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის რომანი „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცემის" ქართულ ენაზე გამოიცემა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნა და გამოცემაა. საქართველოში ბერძენი მწერლის შემოქმედებას კარგად იცნობენ, თუმცა დღემდე ეს რომანი არ ყოფილა თარგმნილი და გამოცემული.
სამინისტროს მიზანია უცხოური ლიტერატურის საქართველოში შემოტანა და მისი პოპულარიზაცია.
პროექტი ინიცირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკისინსტიტუტის მიერ.