დღეს და ხვალ უკრაინის უმაღლესი რადა არ იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესამსახური ავრცელებს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით უმაღლესი რადის სხდომა დღეს უნდა გამართულიყო.
„უკრაინის სახალხო დეპუტატები იმუშავებენ ოლქებსა და კომიტეტებში უკრაინის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამავე დროს პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების პერიოდში, ქვეყანაში მომზადებული და შეთანხმებული იქნება კანონპროექტი, რომელიც ყველა ორგანოს ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ძირითად კანონში ცვლილებებოის შეტანამდე პერიოდის განმავლობაში",_ ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამ დოკუმენტის საბოლოო მომზადებისა და შეთანხმების დროს კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშ სხდომაზე შესაძლოა გატანილ იქნეს.