მაიდანზე შეკრებილი მომიტინგეები შეტევაზე გადავიდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მათ „ბერკუტსა" და შინაგანი ჯარის ნაწილებს დამოუკიდებლობის მონუმენტიდან უკან ევროპის მოედნისაკენ დაახევინეს.
მომიტინგეები აქტიურად იყენებენ ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს".
მომიტინგეები დაკავებული პოზიციებს ამაგრებენ.
ვიდრე მომიტინგეთა ერთი ნაწილი „ბერკუტისაგან" მაიდანზე გათავისუფლებული პოზიციების გამაგრებითაა დაკავებული, მეორე ნაწილი ოქრომბრის სასახლკისკენ დაიძრა იქ ცდილობენ გამაგრებას.
ამის შემდეგ, მაიდანელებმა მიიღეს ბრძანება შეეჩერებინათ იერიში და წინ არ წაწეულიყვნენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ იერიშის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილია ერთი აქტივისტი.