მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა. როგორც ჟურნალისტებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა ამ მიზნით ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაამტკიცა 50 მილიონი ლარის მოცულობით რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში არსებული თოთოეული სოფლისთვის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე დაფინანსების გამოყოფა ინფრასტუქტურული პროექტების დასაფინანსებლად",_ განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში იმყოფებიან და პროგრამის სწორად განხორციელების მიზნით სოფლის რწმუნებულებისთვის ტრენინგებს ატარებენ.