უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტს პოზიტიურად აფასებს. როგორც ბოკერიამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა ღარიბაშვილი აშშ-ში ვიზიტისას კარგად უნდა მოემზადოს და არ გაიმეოროს ის შეცდომები რაც მიუნხენის კონფერენციაზე დაუშვა.
,,საქართველოს წელიწადნახევარია უკვე ჰყავს ახალი ხელისუფლება, რომელმაც დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა და აქმადე თეთრ სახლში ვიზიტი არ შემდგარა მაღალი დონის შეხვედრით. კარგია, ახლა მაინც თუ ასეთი შეხვედრა შედება, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია თუ პრემიერ-მინისტრის უკეთ მომზადებული აღმოჩნდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, ვიდრე ის ჩვენ მიუნხენის კონფერენციაზე ვიხილეთ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ იმ კატასტროფულ შეცდომებს, რომელიც მიუნხენის კონფერენციაზე ვიხილეთ აღარ გაიმეორებს", _განაცხადა ბოკერიამ.