Facebook-ი WhatsApp-ს 16 მლრდ დოლარად ყიდულობს. როგორც უცხოური პრესა წერს, Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკენბერგმა, თავის კარიერაში, ყველაზე მსხვილი და სენსაციური გარიგება დადო. Facebook-მა უკვე გამოაცხადა, რომ WhatsApp-ი იყიდა. როგორც ირკვევა WhatsApp-ი Facebook-ს მინიმუმ 16 მლრდ დოლარი დაუჯდა, საიდანაც 4 მლრდ დოლარს WhatsApp-ის მფლობელები ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ, ხოლო 12 მლნ დოლარს აქციებით. ასევე, შემდეგი 4 წლის განმავლობაში WhatsApp-ს თანამშრომლები 3 მლრდ დოლარს მიიღებენ. როგორც უცხოური მედია აცხადებს, ინტერნეტ ინდუსტრიაში აღნიშნული გარიგება, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე მსხვილი გარიგებაა.
ამ დროისათვის WhatsApp-ს 450 მლნ-ზე მეტი აბონენტი ყავს, საიდანაც 300 მლნ-ზე მეტი აბონენტი WhatsApp-ის მომსახურებით ყოველდღე სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები