ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუ უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ტელეგონით ესაუბრა და სანქციებით დაემურა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულმა მედიამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაროზუმ იანუკოვიჩს მოსთცხოვა დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა უკრაინაში. ბაროზუმ მოუწოდა იანუკოვიჩს პროცესი მოლაპარაკებათა მაგდასთან დააბრუნოს და ასევე გააფრთხილა, რომ უკრაინაში სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში რეაგირება მძაფრი და დაუყოვნებლივი იქნება.