დღეს, 20 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში ინგა ბატატუნაშვილის და სოსო ქუმსიაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ,,განცდა" გაიხსნება.
ექსპოზიცია გერმანული ექსპრესიონიზმით არის შთაგონებული და ასახავს იმ განცდებსა და ემოციებს, რომლებიც ცოცხალ არსებებს გააჩნიათ. გამოფენაზე წარმოდგენილი ტილოები ადამიანის ნაკლებად მყარ სულიერ მდგომარეობასა და რეალური სამყაროდან გაქცევის სურვილს ასახავს.
ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრებში ნათლად ჩანს ავტორთა შემოქმედებითი ხედვა, ახალი მიდგომები და თვითგამოხატვის მცდელობა.