დღეიდან 20 თებერვლიდან, 23 თებერვლის ჩათვლით პრეზიდენტის სასახლეში გამოფენა „ხელოვნება მართავს" გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმა „არტარეას" წარმომადგენლებთან ერთად განაცხადა გამოფენის მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს კომუნიკაცია მსოფლიოსთან უნდა ემყარდებოდეს ნიჭსა და თავისუფალ შემოქმედებას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად „არტარეა" აწყობს თანამედროვე ქართული კონცეპტუალური არტის გამოფენას სახელწოდებით „ხელოვნება მართავს".
დღეს, 20 თებერვალს გამოფენის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან მთავრობის, დიპლომატიური კოუპუსისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები.
21 თებერვლიდან კი გამოფენის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შეეძლება.
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ჰოლში განთავსდება 50-მდე ქართველი ხელოვანის ნამუშევრები: ფოტო, ფერწერა, გრაფიკა, აუდიო-ვიდეო არტი, პერფორმანსი და ინსტალაცია.