უკრაინის ტერიტორიაზე დღეს დაგეგმილ ე.წ. ანტიტერორისტულ ოპერაციაში შესაძლოა უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩაერთონ. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.
განცხადების მიხედვით, ამ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის მთავარი მიზანი - ექსტრემიზმისა და რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებების შეჩერებაა.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის მთელს ტერიტორიაზე დღეს დაგეგმილ ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება უკრაინის უშიშროების საბჭომ გააკეთა.