„ახალი მემარჯვენეების" ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით უკრაინაში მოვლენები კატასტროფული სცენარით ვითარდება და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელმაც ევროპულ არჩევანს კრემლის მარიონეტობა ამჯობინა.
"დღეს მართლაც უკრაინაზე გადის ფრონტის ხაზი და მამაცი უკრაინელი ხალხი ამ შემთხვევაში მხოლოდ თავისი ქვეყნისთვის არ იბრძვის. ეს არის ბრძოლა ევროპულ არჩევანსა და საბჭოეთის მოდერნიზების იდეას შორის. ეს ჩვენი ბრძოლაც არის და ჩვენ ყველა დონეზე, უკრაინელი ხალხისადმი სერიოზული სოლიდარობა გვმართებს," - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
„ახალი მემარჯვენეები" მოუწოდებს დემოკრატიულ სამყაროს, ევროკავშირს, ევროპის ქვეყნებს; გადაუდებლად ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ უკრაინელ ხალხს, რომელიც შეუპოვრად იცავს ქვეყნის თავისუფლების იდეას და ევროპულ არჩევანს.
მასალის გამოყენების პირობები