რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის კავალერმა, უნივერსიტეტის პარიზი- VIII (Université Paris-VIII) დოქტორმა, ეროვნებით ქართველი ნინო ბარკალაია აცხადენს, რომ 2013 წლის აპროლშო მან პარიზიდან სადოქტორო დიპლომი მიიღო, რომელშიც მას დაბადების ადგილად მითითებული აქვს "Sukhumi/Russie".
ამასთან დაკავშირებით, ნინო ბარკალაიამ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ღია წერილი მისწერა:
„პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო,
მე, ბარკალაია ნინო ოთოს ასულმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის კავალერმა, უნივერსიტეტის პარიზი- VIII დოქტორმა, 2013 წლის აპრილში პატიზიდან მივიღე ჩემი სადოქტორო დიპლომი უმაღლესი შეფასებით და ჟიურის ძალიან პატივცემული მილოცვებით, სადაც ჩემი დაბადების ადგილი მითითებული იყო შემდეგნაირად "Sukhumi/Russie".
პარიზი- VIII უნივეტსიტეტში გაგზავნილ საპასუხო წერილში, რომელსაც მე თან დავურთე ჩემი დიპლომი მივუთითე, რომ მოხდა შეცდომა და მე აუცილებლად მჭირდება ახალი დიპლომი ვინაიდან:
ქალაქი სოხუმი უკანასკნელი 20 საუკუნის განმავლობაში მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოში. საქართველოს საზღვრენბი აფხაზეთსაც მოიცავს. ისინი აღიარებულია გაეროსა და ევროკავშირის მიერ. ამჟამად მე ველი სხვა დიპლომის მიღებას, სადაც ჩემი დაბადების ადგილი ზუსტად იქნება მითითებული.
აღნიშნული ფაქტის მიმართ, რომელიც პირადია და კერძო ხასიათისაა თქვენს ყურადღებას მივაპყრობ შემდეგი კითხვების გამო:
1. რატომ მიიჩნევს თქვენი მთავრობის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომ ( ციტატა სააგენტო Accent ) „ის , რომ ლატვიის სახელმძღვანელოებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სახელმწიფოებად არიან მოხსენიებული ცუდია, მაგრამ დიდი საშინელება მაინც არ არის".
2. რატომ აღნიშნულ შემთხვევაში და ასევე სხვა მსგავს შემთხვევებში არ ჩნდება თქვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა. (მათ შორის არის ფაქტი საქართველოს „დაჩრდილული" რუკისა სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე).
3. რის საფუძველზე მიიჩნევთ თქვენ, რომ ჩემი ქვენის (რუსეთის ფედერაცია) პრეზიდენტთან ვ.ვ. პუტინთან შეხვედრაზე ოკუპირებული ქართული ტერიტორიების პრობლემებისა და იქ არსებული სიტუაციის განხილვა არამიზანშეწონილია.
4. და ბოლოს, რატომაა, რომ მე, კერძო პირს, არა - დევნილს ამ ტერიტორიებიდან და არა - საქართველოს მოქალაქეს არ მომეცა საშუალება მიმეღო დიპლომი სადაც სხვა სახელმწიფოს დე-ფაქტო სუვერენული ტერიტორია არ იქნებოდა მითითებული რუსეთის ფედერაციის იუსრისდიქციის ქვეშ მყოფად და თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრისათის, მსგავსი კაზუსი „დიდი საშინელება არ არის?".
საქართველო ჩემი ისტორიული სამშობლოა, მაგრამ რუსეთიც ჩემი სამშობლოა. ჩემი ოჯახი აქ უკვე 100 წელზე მეტი ხანია ცხოვრობს. თუმცა მე არ მივიჩნევ, რომ XXI საუკუნეში „ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების სურვილი", მით უფრო ისეთების რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებად, რუსეთის ფედერაციის პასპორტების უკანონოდ გაცემისა და 2008 წელს განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის გათვალისწინებით, არის ზუსტად ის რაც დღეს ასე აუცილებელია ჩემი ქვეყნისათვის - რუსეთისთვის.
არავისთვის ხომ არ არის დასამალი, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის" აღიარება არის მხოლოდ შირმა მეზობელი სახელმწიფოების აღნიშნული ტერიტორიების რუსეთის სამხედროებისათვის სამხედრო ბანაკად გადაქცევისათის.
ასევე გულწრფელად არ მესმის, რატომ არის დუმილი ან თქვენივე მთავრობის წევრების სიტვებით რომ ვთქვათ „ემოციურად მდგომარეობის დაძაბვის სურვილის არქონა" მოცემულ უმძიმეს პრობლემასთან დაკავშირებით, ამ მომენტისათვის ასე აუცილებელი ჩემი ისტორიული სამშობლოს -საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტისათვის. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში განა არსებობს უფრო მნიშვნელოვანი და არსებითი პრობლემები?
ეს ჩემი აზრით არის ზუსტად ის, რაზეც ამბობენ: „ეს დანაშაულზე უარესია - ეს შეცდომაა".
თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ფილოსოფოსი ხართ განათლებით, შეუძლებელია არ იცოდეთ, რომ მსგავსი ტიპის „პრაგმატიზმი" ძალიან ხშირად ისტორიაში დიდ და მოუცილებელ სირცხვილად იქცევა, რასაც მე არ ვუსურვებ არც არც რუსეთს არც საქართველოს და არც პირადად თქვენ.
და ბოლოს, მე მართლა არ მესმის, თქვენ, როგორც სუვერებული სახელმწიფოს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი როგორ უნდა ჩამოართვათ ადამიანს, რომელიც თავისი ქვეყნის, რუსეთის ირგვლივ ახალ „ბერლინის კედელს" აშენებს, თან უშუალოდ თქვენი ბატონო პრეზიდენტო ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში?
რით დასრულდა პირველი კედლის ისტორია ჩვენ კარგად ვიცით.
ღმერთმა ქნას, რომ ისტორია იმავედ არ მოტრიალდეს ოდესღაც დიდი და მძლავრი ზესახელმჭიფოსათის რაც ადრე - დაშლით. თქვენი ქვეყნისათვის კი ბატონო პრეზიდენტო"მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე „გაუგებარ" სტატუსად დამკვიდრებაში.
ღმერთმა ნუ ქნას!
პატივისცემით, ნინო ბარკალაია. 18.02.2014. მოსკოვი."