19 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 29 200 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 34 200 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.730 პროცენტით, მაქსიმალური 6.860 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.332 პროცენტით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები