მაიდანს ლვოვიდან ავტობუსებით ჩასული ხალხი შეუერთდა. ჩამოსულების განცხადებით კიდევ მრავალი ლვოველი მაიდანს დღეს დღის განმავლობაში შეუერთდება.
ამ ავტობუსების ჩამოსვლამდე მაიდანზე მიკროავტობუსებით ჩასული ლვოველები ღამით მივიდნენ.
მათი ინფორმაციით, გზატკეცილი ორი სატვირთო ავტომანქანით არის გადაკეტილი, იმისათვის, რათა სხვა ქალაქებიდან მაიდანის მხარდასაჭრად წამოსულ ადამიანებს კიევში ჩასვლის საშუალება არ მისცენ.
მაიდანზე წინააღმდეგობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. კიევის ცენტრში რამდენიმე ათასი ძალოვანი და „ბერკუტელი" დგას. მაიდანზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა კი 10 ათასზე მეტია.