2013 წელს მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 15 %-ით შემცირდა და წლიურმა მაჩვენებელმა 3,756 ათასი ტონა შეადგინა. ოქროზე მოთხოვნის შემცირება კი თავის მხრივ საინვესტიციო მოთხოვნის 2-ჯერ შემცირებამ განაპირობა. მოთხოვნის შემცირება განაპირობა ასევე იმანაც, რომ ცენტრალურმა ბანკებმა ძვირფასი ლითონების შეძენა 3-ჯერ შეამცირეს.
ღირებულების თვალსაზრისით, ოქროზე მოთხოვნა 28 %-ით, 170,422 მლრდ დოლარამდეა შემცირებული.