ჰოლანდიური კომპანია „Witteveen-Bos"-ი რაჭაში 0,5 მლნ ევროს ღირებულების პროექტის დაწყებას გეგმავს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სტუმრად უკვე იმყოფებოდნენ „Witteveen-Bos"-ის წარმომადგენლები. როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნული კომპანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ ურავში აპირებს პროექტის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს დარიშხანის მავნე ნარჩენებისგან გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას და მათი სამარხების მოწყობას.
პროექტის ბიუჯეტი 500 000 ევროს შეადგენს და მასში ჩართული იქნებიან ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვის მიზნით პროექტის დაწყებამდე მოხდება დასასაქმებელი პერსონალის გადამზადება
მასალის გამოყენების პირობები