ძალოვნები მაიდანს ალყაში აქცევენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ისინი ყველა მიმართულებიდან მაიდანი ირგვლივ რკალს ავიწროვებენ. ახლა მაიდანზე მოხვედრა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან, ბესარაბიის მოედნის მხრიდან შეიძლება. ყველა სხვა მისასვლელი გადაკეტილია.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოდესიდან, ანტიმაიდანის მაიდანის დამხმარე ძალა კიევისკენ მიდის. კოლონნა 15 ავტობუსისგან შედგება. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ანტიმაიდანის მხარდამჭერებს აქვთ კასკები, ბეისბოლის ბიტები და ჯოხები.