უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინელ ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ მას პოლიტიკური კრიზისის ძალოვანი გზით გადაწყვეტისკენ უბიძგებდდნენ, მაგრამ ის დიალოგის გზას ემხრობა. იანუკოვიჩის განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ თქვენთან ეთად სხვა და სხვა გამოწვევები გვქონდა, მაგრამ ახლა მოხდა ყველაზე საშინელი რამ რაც შეიძლებოდა მომხდარიყო - ხალხი დაიღუპა. ჩემი სასიცოცხლო პრინციპია - არც ერთი ხელისუფლება არ ღირს წვეთ სისხლად მისთვის დაღვრილად.
ამიტომაც ახლანდელ კონფლიტში მე დიალოგზე გავაკეთე არჩევანი. ვინაიდან ღმერთმა ადამიანს ენა მისცა იმისათვის, რომ სხვა ადამიანთან საერთო ენა მონახოს", _ ნათქვამია იანუკოვიჩის განცხადებაში.
იანუკოვიჩი მომხადრი ოპოზიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათ ზღვარი გადალახეს მაშინ როდესაც ადამიანებს იარაღის ხელში აღებისაკენ მოუწოდეს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის ლიდერებს დიალოგისაკენ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მათაც კრიზისის მშვიდობიანი დარეგულირება სურთ და ამიტომაც მათ დაუყოვნებლივ უარი უნდა თქვან იმ რადიკალურ ზალებზე რომლებიც სისხლისღვრას პროვოცირებენ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მათ წასვლა არ სურთ, მათთან სხვანაირი დიალოგი იქნება.
გულწრფელად ვიტყვი, რომ მე მყავს მრჩევლები, რომლებიც მე ძალის გამოყენების ვარიანტს მირჩევენ, მაგრამ მე ძალის გამოყენება შეცდომად მიმაჩნია. მე დაჟინებით მოვუწოდე ყველას თავი შეიკავონ რადიკალური ქმედებებისაგან, მაგრამ მე არ გამიგონეს.
ვიმეორებ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას. ჯერ კიდევ არის დრო გაგების. ჯერ კიდევ არ არის გვიან კონფლიქტი გავაჩეროთ",_ ნათქვამია განცხადებაში.