დღეს, დილით კიევში სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში გაზეთ „ვესტის" კორესპონდენტი ვიაჩესლავ ვერემი გარდაიცვალა.
როგორც გამოცემის ინფორმაციაშია აღნიშნული, გუშინ გვიან ღამით უცნობი პირები ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა უშედეგოდ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში რესტორან „ჩორნოე პოროსიეს" მიპირდაპირედ, უცნობი პირები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ბეისბოლის ბიტებითა და ცეცხსასროლი იარაღით თავს დაესხნენ ჟურნალისტს და გამოცემის IT-სპეციალისტს.
ვერემის მიმართულებით თავდამსხმელებმა ცეცხლი გახსნეს. ჟურნალისტი მკერდის არეში დაიჭრა.
უნდა აღინიშნოს, რომ ვერემი სამსახურში სწორედ გუშინ გავიდა, მას შემდეგ რაც, 20 იანვარ,ს გრუშევსკის შტურმის დროს მან თვალის ტრამვა მიიღო და ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა.
მასალის გამოყენების პირობები