„ეს თავისუფლების კუნძულია და ჩვენ აქედან არსად არ წავალთ, ჩვენ დავიცავთ მას!", _ განაცხცადა მაიდანზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ და აღნიშნა, რომ რამდენიმე ხნის წინ იანუკოვიჩმა დარეკა და განაცხადა, რომ მას მოლაპარაკება სურს.
კლიჩკომ უკრაინის ძალოვან მინისტრებს მიმართა, დაადასტურა, რომ მას მოლაპარაკებები სურს და ყველას მოუწოდა შეაჩერონ ძალადობა და სისხლისღვრა. შეაჩერონ იერიში.
„ამიტომ მივმართავ ყველა ძალოვანი სტურქტურის ხელმძღვანელს - შეაჩერეთ ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ! ეს თავისუფლების კუნძულია და ჩვენ მას დავიცავთ",_ განაცხადა კლიჩკომ.