ქართული ლუდის პრეზენტაცია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოხდება. ლუდი „ზედაზენი" „GULFOOD 2014"-ზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 23-27 თებერვალს გაიმართება.
როგორც ცნობილია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციებისა და ექსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან პარტნიორობით, ორგანიზებას უწევს ქალაქ დუბაიში მიმდინარე წლის 23-27 თებერვალს დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენის „GULFOOD 2014"-ის ფარგლებში ქართული ნაციონალური სტენდის მოწყობას.
გამოფენაზე მონაწილეობის მიზანია ქართული კომპანიებისთვის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენა, საქმიანი ურთიერთობის დამყარება და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბაზარზე ექსპორტის გაზრდა.
ნაციონალურ სტენდზე წარმოდგენილი იქნება 9 ქართული კომპანიის პროდუქცია, ესენია: „არომა პროდუქტი", „ზედაზენი", „კულა", „მარნეულის სასურსათო ქარხანა", „აერ კომპანი" (თხილი), „ნატურალე"(თხილი), „წყალი მარგებელი", „აქვა გეო", „ბარამბო."
გამოფენის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დუბაის სავაჭრო სამრეწველო პალატასთან შეხვედრა.